გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ნინო ფოჩხუა: ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ დემოკრატიასა და ეკონომიკურ წინსვლის ფაქტებს, შიდა და გარე მტრები ვერსად გაექცევიან

22-10-2024

„რაც არ უნდა უარყონ და სიცრუე უწოდონ ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ დემოკრატიას და ეკონომიკურ წინსვლას, დღევანდელი გახსნილი საინფორმაციო ველის პირობებში, შიდა და გარე მტრები ფაქტებს ვერსად გაექცევიან“, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, “ქართული ოცნების” პირობებში, უმუშევრობა განახევრდა.


ფოჩხუას განცხადებით, ახლა მთავარია ყველამ ერთად გავაფორმოთ მიღწეული შედეგები და 26 ოქტომბერს გაკეთებული არჩევანით, მალე მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით გავხდეთ ევროპოს სრულფასოვანი წევრი.


„რაც არ უნდა უარყონ და სიცრუე უწოდონ ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ დემოკრატიას და ეკონომიკურ წინსვლას, დღევანდელი გახსნილი საინფორმაციო ველის პირობებში, შიდა და გარე მტრები ფაქტებს ვერსად გაექცევიან. 2012 წელს უმუშევრობის მაჩვენებელი 26,7%-ი იყო, ჩვენმა ხელისუფლებამ, მიუხედავად უპრეცედენტო რყევებისა, შეძლო და უმუშევრობა შეამცირა 13,7%-მდე.


პროგნოზით და არა ზეპირად 4 წელიწადში სიღარიბე კიდევ დაიკლებს 4%-მდე, ეს კი იმაზე დაბალია, ვიდრე ევროპაში საშუალო მაჩვენებელი, რაც 6%-ს შეადგენს. ასე რომ სინათლე უკვე გამოჩნდა გვირაბში, ახლა მთავარია ყველამ ერთად გავაფორმოთ მიღწეული შედეგები, რასაც 26 ოქტომბერს წერტილი უნდა დავუსვათ და სულ მალე მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით გავხდეთ ევროპის სრულფასოვანი წევრი”, - წერს ნინო ფოჩხუა.