გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გივი მიქანაძე: გვსურს საზოგადოებას წარვუდგინოთ ინფორმაცია იმ სადამკვირვებლო ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც პოლიტიკურ სუბიექტებთან კავშირსა და „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო საქმიანობაში იქნენ მხილებული

22-10-2024

დღეს, შეჯამების სახით, გვსურს საზოგადოებას წარვუდგინოთ ინფორმაცია ცესკოში რეგისტრირებული იმ სადამკვირვებლო ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც პოლიტიკურ სუბიექტებთან კავშირსა და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ წარმოებული საქმიანობაში იქნენ მხილებული, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, გივი მიქანაძემ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


მიქანაძის თქმით, ამავე საკითხზე ერთი თვის წინ ჩატარებულ ბრიფინგზე, მმართველმა გუნდმა, გამოავლინა ოპოზიციასთან პირდაპირ კავშირში მყოფი 19 და „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ მოქმედი 7 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია.


მანვე აღნიშნა, რომ „სამართლისა და თანასწორობის ცენტრს“, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და „ახალთან“ არის აფილირებული, შუალედური ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ, მისივე განცხადების საფუძველზე გაუუქმდა რეგისტრაცია.


„შეგახსენებთ, რომ 1 თვის წინ, 27 სექტემბერს იგივე საკითხზე ჩვენ მიერ ჩატარებული შუალედური ბრიფინგით რეგისტრირებული 49 ორგანიზაციიდან გამოვლინდა ოპოზიციასთან პირდაპირ კავშირში მყოფი 19 და „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ მოქმედი 7 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია.

აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ ერთ სადამკვირვებლო ორგანიზაციას, კერძოდ, „სამართლისა და თანასწორობის ცენტრს“, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და „ახალთან“ არის აფილირებული, ჩვენ მიერ შუალედური ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ, მისივე განცხადების საფუძველზე, ცესკომ გაუუქმა რეგისტრაცია”, - განაცხადა გივი მიქანაძემ.