გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მამუკა მდინარაძე: არავის მისცეთ უფლება, ჩაერიოს თქვენ არჩევანში! არავის გადასცეთ პირადობის მოწმობა, საკუთარი შეხედულებისამებრ მიიღეთ არჩევნებში მონაწილეობა

22-10-2024

„თითოეული ხმა გადამწყვეტია და არავის მისცეთ უფლება, ჩაერიოს თქვენ არჩევანში! ხვალ კი, საღამოს შვიდზე, გელოდებით თავისუფლებაზე რეალური თავისუფლებისთვის და ღირსეული, ტრადიციული, ქრისტიანული ევროპისთვის!“ - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.


როგორც მდინარაძე წერს, ამ არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული ქვეყნის მომავალი.


„როგორც ჩანს, პირადობის მოწმობების გამორთმევის თემა მთავარ ფეიკ თემად უნდათ რომ აქციონ.


ამავე დროს, ამოვარდა ინფორმაციები, რომ აგენტურული ოპოზიცია აორგანიზებს მსგავს მავნებლობებს და ცდილობენ გაღმა შედავების პრინციპით იმოქმედონ (ზუგდიდი, თელავი და სხვ. თავად უკეთ მიხვდებიან…).


ამიტომ, კიდევ ერთხელ მივმართავ, ყველას, ვინც საარჩევნო პროცესებშია ჩართული, პირველ რიგში „ქართული ოცნების“ აქტივს:


საერთოდ არაფერში გვჭირდება თუნდაც მცირე გადახვევაც კი კანონის ჩარჩოებიდან. რომც გვჭირდებოდეს, არ ვიკადრებთ! ამიტომ, თუკი ვინმე, ნებისმიერ დონეზე, იტყვის, რომ ან პირადობის მოწმობის გამორთმევა ამომრჩევლისთვის, ან სხვაგვარი კანონდარღვევა უნდა ჩაიდინოს, მიუთითეთ ამ განცხადებაზე და უთხარით, რომ პირიქით, ეს არის მავნებლობა, რომელსაც ზიანის მეტი არაფერი მოაქვს.


რაც შეეხება ამომრჩეველს, მივმართავ ყველას, ნებისმიერი პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად:


რაც არ უნდა ხდებოდეს, არავის გადასცეთ თქვენი პირადობის მოწმობა, საკუთარი შეხედულებისამებრ მიიღეთ არჩევნებში მონაწილეობა და ყველას გთხოვთ, აიღოთ პასუხისმგებლობა როგორც მონაწილეობაზე, ასევე თქვენს არჩევანზე! ამ არჩევნების შედეგებზე ისეა ქვეყნის მომავალი დამოკიდებული, როგორც არასდროს!


თითოეული ხმა გადამწყვეტია და არავის მისცეთ უფლება, ჩაერიოს თქვენ არჩევანში!


ხვალ კი, საღამოს შვიდზე, გელოდებით თავისუფლებაზე რეალური თავისუფლებისთვის და ღირსეული, ტრადიციული, ქრისტიანული ევროპისთვის!

მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით, ევროპისკენ!“ - წერს მდინარაძე.