გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2024    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

პროფესიული განათლების საერთაშორისო კვირეული გაიხსნა

23-10-2024

ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი პროფესიული განათლების საერთაშორისო კვირეულს მასპინძლობს.


ღონისძიება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბაია კვიციანთან და პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალურ დირექტორ, ირინე მარგიშვილთან ერთად გახსნა.


განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კვირეულის ფარგლებში იმართება პრეზენტაციები, ვორქშოპები, პანელური დისკუსიები, ეწყობა საგამოფენო სივრცე, სადაც მხარეები ერთმანეთს უზიარებენ საუკეთესო პრაქტიკას და განიხილავენ სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებს. რაც, თავის მხრივ, ქართულ და საერთაშორისო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ერთობლივ პროექტებზე მუშაობის პრაქტიკას უყალიბებს და პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციას უწყობს ხელს.


ღონისძიება პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის საერთაშორისო დონეზე პარტნიორობის ჩამოყალიბების ხელშესაწყობად იმართება.


პროფესიული განათლების საერთაშორისო კვირეულში საქართველოს როგორც საჯარო, ისე კერძო კოლეჯების წარმომადგენლები და პარტნიორი საერთაშორისო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები იღებენ მონაწილეობას 10 ქვეყნიდან - მათ შორის: ესპანეთი, ლიეტუვა, გერმანია, ესტონეთი, ლატვია, უნგრეთი, პოლონეთი, საბერძნეთი, თურქეთი და ჩინეთი.


კვირეულის გახსნას ასევე ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის, განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, ასევე საელჩოების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები.