გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ეკა სეფაშვილი: გიორგი გახარიას მიზანი იყო საქართველოში არეულობის შექმნა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე, რათა ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ აღარ ყოფილიყო, რომელიც ომში ჩართვაზე უარს იტყოდა

23-10-2024

„ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თავის დროზე რამდენჯერმე შეეცადა საქართველოში არეულობის მოწყობას“, - ამის შესახებ მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.


მისი თქმით, გიორგი გახარიას მიზანი იყო საქართველოში არეულობის შექმნა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე, რათა ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ აღარ ყოფილიყო, რომელიც ომში ჩართვაზე უარს იტყოდა.


„გვახსოვს [გახარიას მინისტრობის დროს მომხდარი] სხვადასხვა დაპირისპირება, ჰესების მშენებლობასთან თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით; ჩორჩანაში პუნქტის გახსნა, რომელმაც ნეგატიურად იმოქმედა საქართველოზე; ასევე, „ბასიანის“ დარბევა და სხვა. ის ყველანაირად ცდილობდა საქართველოში როგორმე არეულობა გამოეწვია.


ამის კულმინაციური წერტილი იყო გახარიას მიერ პრემიერმინისტრობიდან მოულოდნელი გადადგომა, მაშინ, როცა წინა დღის შეკრებისას გვარწმუნებდა, თუ რაოდენ აუცილებელი იყო ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნა, მეორე დღეს კი გამოვიდა და თქვა, რომ ვერ იქნება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რადგან ვერ დაიცავს კანონის უზენაესობას და ნიკა მელიას ვერ დაიჭერს.


რეალურად, გახარიას მიზანი იყო, როგორმე რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე, რის შესახებაც ინფორმაცია გლობალურ მოთამაშეებს ექნებოდათ და [თავიანთ აგენტებსაც მიაწვდიდნენ ამ ცნობას], საქართველოში არეულობა შეექმნა, რითაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შეცვლას ცდილობდა. იმიტომ, რომ ყველამ იცოდა, „ქართული ოცნება“ იყო ქვეყნის პატრიოტი და მოსიყვარულე ხელისუფლება, რომელსაც სათავეში უდგას ბიძინა ივანიშვილი და რომელიც არავითარი შანტაჟის თუ ფინანსური რესურსების შეზღუდვის მუქარის შემთხვევაში არ გაწირავდა არც სამშობლოს და არც - ქართველ ხალხს.


რა თქმა უნდა, [გლობალური ომის პარტიას] აწყობს, რომ აქ იყოს ის მთავრობა, რომელიც უპირობოდ, მარიონეტივით შეასრულებს მის ნებისმიერ დაკვეთას. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილთან მიმართებით ასეთი დავალებების შესრულების მოთხოვნისას მათი გამოცდილება ნეგატიური იყო და სწორედ ამიტომ მოამზადეს გახარიას მოულოდნელი გადადგომა პოსტიდან - ქვეყანაში არეულობის დასაწყებად“, - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.