გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

შალვა პაპუაშვილი: არის ჯგუფი, რომელიც ემზადება გადატრიალებისთვის

23-10-2024

„ფაქტია და ყველა ნიშანი აჩვენებს იმას, რომ არის ჯგუფი, რომელიც ემზადება გადატრიალებისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


მისი თქმით, გადატრიალებისთვის ამზადებენ საბაბს არასამთავრობო ორგანიზაციების გამოყენებით.


„ფაქტია და ყველა ნიშანი აჩვენებს იმას, რომ არის ჯგუფი, რომელიც ემზადება გადატრიალებისთვის. ამის არანაირი რევოლუცია და რომანტიზება არ შეიძლება. ემზადებიან გადატრიალებისთვის, რასაც 2020 წელს აპირებდნენ და მაშინ არ გამოუვიდათ.


ამისთვის ამზადებენ საბაბს იმ „ენჯეოების“ გამოყენებით, რომლებიც საარჩევნო აქციებს მართავენ და საარჩევნო კამპანიაში არიან ჩართულები - რომ შეადგინონ ყალბი ანგარიშები, როგორც ეს 2020 წელს გააკეთეს ყალბი „პივიტის“ გავრცელებით, რათა შეიქმნას საბაბი გადატრიალებისთვის.


ამისთვის ემზადებიან სინამდვილეში. ასე რომ ფხიზლად უნდა იყოს ჩვენი ხალხი და მთავარი ანტიდოტი ასეთი არაქართული ძალებისთვის არის მოსვლა არჩევნებზე და დამაჯერებელი დამარცხება ამ არაქართული ძალების“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.