გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

კასპში საცურაო აუზის მშენებლობა მიმდინარეობს

23-10-2024

ქალაქ კასპში საცურაო აუზის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.


აუზის მშენებლობას მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.


„პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დიდი და მცირე აუზის, ტრენაჟორების დარბაზის, 100 ადამიანზე განკუთვნილი ტრიბუნის, ასევე პერსონალის, მწვრთნელებისა და ექიმის ოთახების, გასახდელების, საშხაპეების, პარკინგის და გარე კაფეს მოწყობა.


საცურაო აუზი ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის.


აუზის მშენებლობა მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე ხორციელდება.


პროექტს შპს „ართვინ ჯორჯია“ ახორციელებს, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და 2025 წელს დასრულდება” –აცხადებენ კასპის მერიაში.