გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

საქართველოს ეროვნული ბანკი ოქტომბრის „მონეტარული პოლიტიკის ანგარიშს“ აქვეყნებს

23-10-2024

საქართველოს ეროვნული ბანკი ოქტომბრის „მონეტარული პოლიტიკის ანგარიშს“ აქვეყნებს.

როგორც სებში აცხადებენ, მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში ინფლაციის, ეკონომიკური ზრდის და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის იმ პროგნოზების აღწერას გავეცნობით, რომელთაც მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება ეფუძნება. გამოცემის მიზანი სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილების საზოგადოებისთვის დეტალური ახსნაა.


                                                 მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება


საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 8.0 პროცენტზე ინარჩუნებს


                                                 ძირითადი მაკროეკონომიკური ტენდენციები 

ინფლაცია


  • საქართველოში ინფლაცია მიზნობრივი 3 პროცენტის ქვემოთ ნარჩუნდება
  • დაბალი და სტაბილური ინფლაცია დასაქმებასა და მდგრად ეკონომიკურ ზრდას უწყობს ხელს

ეკონომიკური ზრდა


  • განახლებული პროგნოზით, 2024 წელს 8.5%-იანი ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი

ფინანსური სექტორი


  • 2024 წლის აგვისტოში დაკრედიტება 18.6%-ით გაიზარდა. საკრედიტო აქტივობაში მნიშვნელოვანი წვლილი ბიზნესის სესხების მატებამ შეიტანა
  • დაბალი ინფლაციისა და ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტების ფონზე, დეპოზიტების დოლარიზაცია კლებადია. 2024 წლის მარტის შემდგომ
  • დეპოზიტების დოლარიზაცია 50%-იან ნიშნულს ჩამოცდა
  • სებ-ის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად სესხების დოლარიზაცია კლებას განაგრძობს და წლის დასაწყისიდან ჯამურად 1.4პპ-ით შემცირდა
  • მნიშვნელოვანია დოლარიზაციის შემცირების პროცესი კვლავ გაგრძელდეს, რაც როგორც ფინანსური, ისე ფასების სტაბილურობის ირგვლივ რისკების შემცირებას ემსახურება


                                                              მაკროეკონომიკური პროგნოზი


  • საქართველოს ეროვნული ბანკის განახლებული პროგნოზით, 2024 წელს ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალი შენარჩუნდება, საშუალოვადიან პერიოდში კი მიზნობრივი მაჩვენებლის გარშემო დასტაბილურდება
  • დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების სტაბილურობა განაპირობებს, რაც დაბალი ხისტი ფასების ინფლაციაში გამოიხატება. მეორე მხრივ, მიწოდების მხრიდან მოქმედი ფაქტორები დისინფლაციურია და ძლიერი მოთხოვნის მხრიდან ფასებზე ზეწოლას ანეიტრალებს
  • მიმდინარე წელს ეკონომიკური აქტივობა მოსალოდნელზე ძლიერი აღმოჩნდა და 2024 წლის პროგნოზი 6.8%-დან 8.5%-მდე გადაიხედა
  • მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ინფლაციისთვის რისკს წარმოადგენს ისევე, როგორც მიწოდების სხვადასხვა ფაქტორების ირგვლივ არსებული ვითარება. როგორც ადგილობრივად, ისე გლობალურად მომატებულია გაურკვევლობა, მათ შორის, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამწვავებისა და უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე. შედეგად, გლობალურ სასაქონლო ბაზრებზე გაზრდილია მერყეობა და, ასევე, საერთაშორისო ტრანსპორტირების ხარჯების მატების საფრთხეც საყურადღებო გახდა
  • გაზრდილი რისკების პირობებში, ეროვნული ბანკი ამ ეტაპზე განაკვეთს უცვლელად ინარჩუნებს და მონეტარული პოლიტიკის შემდგომ ნორმალიზაციას ნელი ტემპით გააგრძელებს

გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე პუბლიკაციების განყოფილებაში.


გამოცემას თან ერთვის ანგარიშის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მოკლე ვიდეო.