გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: 11 მილიონს უნდა მიაღწიოს ქვეყანაში ტურისტების რაოდენობამ, ჩვენი გეგმის მიხედვით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 6.4 მლრდ დოლარს მიაღწევს 2028 წლისთვის

24-10-2024

ამოცანა არის ამბიციური, 11 მილიონს უნდა მიაღწიოს ქვეყანაში ტურისტების რაოდენობამ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.


ირაკლი კობახიძის თქმით, გასული წლების განმავლობაში ძალიან დიდი პროგრესი ჰქონდა ქვეყანას ტურიზმის სექტორში და ეს შედეგი აუცილებლად იქნება მიღწეული.


„ტურიზმის სფეროში გვქონდა ძალიან დიდი პროგრესი, გასული წლების განმავლობაში და აქაც, ამოცანა არის ამბიციური, 11 მილიონს უნდა მიაღწიოს ტურისტების რაოდენობამ, თუ გაგრძელდა პროცესები ისე, როგორც გრძელდება და აუცილებლად გაგრძელდება, ეს შედეგი აუცილებლად იქნება მიღწეული. რაც შეეხება ტურიზმიდან შემოსავლებს, 6.4 მლრდ დოლარს მიაღწევს 2028 წლისთვის, ჩვენი გეგმის მიხედვით,"- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.