გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

Euronews: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ტოვებს მშვიდი, თუმცა, ამავე დროს, თავდაჯერებული და მიზანდასახული ადამიანის შთაბეჭდილებას

25-10-2024

არჩევნების წინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი უარყოფს რუსული გავლენების არსებობას და ერთგულებას უცხადებს ევროპას, - ამ სათაურით აქვეყნებს Euronews-ი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ინტერვიუს, რომლის სატელევიზიო ვერსია Euronews-ის ეთერში დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე გავა.


ჟურნალისტი Jane Witherspoon-ი აღნიშნავს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ Euronews-თან სიღრმისეულ ინტერვიუში ხაზი გაუსვა არჩევნების მნიშვნელობას ევროკავშირში გაწევრიანების და რუსული გავლენებისგან გამიჯვნის თვალსაზრისით, ეკონიმიკური ზრდისა და პოლიტიკური პოლარიზაციის ფონზე.


„საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ტოვებს მშვიდი, თუმცა, ამავე დროს, თავდაჯერებული და მიზანდასახული ადამიანის შთაბეჭდილებას. ინტერვიუსთვის მრავალრიცხოვანი ანტურაჟის თანხლების გარეშე მოსული, იგი ხალისით გვესაუბრა ფეხბურთის შესახებ და სიამაყით გაიხსენა Newcastle United-ის ყოფილი მოთამაშე, საქართველოში ლეგენდად ქცეული თემურ ქეცბაია და დაამატა, რომ იმავე გუნდში დღეს კიდევ ერთი ამომავალი ვარსკვლავი იზრდება. ამავე დროს, კობახიძეს კარგად ესმის, თუ რა დევს სასწორზე მისი ქვეყნისთვის შაბათს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში - უმნიშვნელოვანეს, საკვანძო მოვლენაში, რადგან შედეგებმა შეიძლება, განსაზღვროს ქვეყნის სამომავლო ინტეგრაცია ევროკავშირში და რუსული გავლენისგან გამიჯვნის პროცესი", - აღნიშნავს ჟურნალისტი.


პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუს სატელევიზიო ვერსია Euronews-ის ეთერში დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე გავა.