გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გახარიას პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ბათუმში მათი ბანერის მოპარვის შესახებ სიცრუე აღმოჩნდა - სტენდის მესაკუთრის განმარტებით, ბანერი ძლიერმა ქარმა დააზიანა, რის გამოც ჩამოხსნა და სტენდის მიმდებარედ დადო

25-10-2024

გახარიას პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, ბათუმში მათი ბანერი მოიპარეს, სიცრუე აღმოჩნდა. გაირკვა, რომ სარეკლამო სტენდი ბათუმში მცხოვრები ლევან ქათამაძის საკუთრებაა.


როგორც მან განმარტა, გახარიას პარტიის ბანერი ძლიერმა ქარმა დააზიანა, რის გამოც, თავად ჩამოხსნა იგი და სტენდის მიმდებარედ დააწყო, სადაც ამ დრომდე დევს.


პარტია „გახარია- საქართველოსთვის” ერთ-ერთმა წევრმა, ტატა ხვედელიანმა, სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ბათუმში მათი პარტიის ბანერი მოიპარეს.