2-11-2018
„ქართული ოცნება - დამოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პარტიის თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან მაჟორიტარი დეპუტატების სამუშაო შეხვედრა გრძელდება.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გედევან ფოფხაძის განცხადებით, საუბარი შეეხება პარტიის საარჩევნო შტაბის მუშაობას, თუ როგორ უნდა იმუშაოს შტაბმა ამომრჩეველთან უფრო ეფექტურად.
„ამ ეტაპზე ამოცანა არის, რომ შტაბების მუშაობის ეფექტურობა გაიზარდოს იმიტომ, რომ საჭიროა იმ ამომრჩევლის მოზიდვა, რომელიც არჩევნებზე გარკვეული მიზეზების გამო არ მოსულა.
შესაბამისად, შტაბების ფუნქცია არის მნიშვნელოვანწილად, რომ ამ კატეგორის ამომრჩეველთან იმუშაოს და რეგიონალურ დონეზე შტაბებმა თავისი მუშაობა უნდა გაზარდონ, უფრო ეფექტური გახადონ და ამაზე გვექნება დღეს საუბარი“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.