გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დიმიტრი ხუნდაძე: ქვეყანას უნდა ავაცილოთ ის ხიფათი, რაც რეალურად ემუქრება

2-11-2018

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, მმართველი გუნდი და მაჟორიტარი დეპუტატები პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე დღეს იმ ნაბიჯებს დაგეგმავს, რაც მათ არჩევნებში გამარჯვებას მოუტანს.

„დღეს ვიხილავთ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში არსებულ პრობლემებს და კონკრეტულად იმ ვითარების შეფასებას, თუ რატომ მოხდა რომ სასურველი შედეგი ვერ მივიღეთ და დავგეგმავთ კიდევ ერთხელ, რომ გავიდეთ სასურველ შედეგზე და ავაცილოთ ქვეყანას ის ხიფათი, რაც რეალურად ემუქრება იმიტომ რომ მეორე მხარე, ანუ ოპონენტი არის „ნაციონალური მოძრაობა“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მმართველი გუნდი შეხვედრას დღეს, ისევ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მართავს.