« ივლისი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |
31-10-2024
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, ვაშინგტონში განთავსებული კვლევითი ორგანიზაციის „ქუინსი ინსტიტუტის“ მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ მორიგ სტატიას ეხმიანება, რომელშიც ნათქვამია, რომ ისტორიულად ყველაზე სანდო მონიტორინგის მისიის, ეუთო/ოდირის შეფასებით, საქართველოში არჩევნების გაყალბება არ მტკიცდება და ეჭვგარეშეა, რომ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდმა ნაწილმა ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცა.
ქართველიშვილის განცხადებით, ინფორმაციის ღია წყაროებიდან ირკვევა, რომ ეუთო-ს სამდივნოს ხელმძღვანელობა არაფორმალურ დონეზე აღიარებს მოლდოვაში ჩატარებულ არჩევნებზე ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან უპრეცედენტო დარღვევების ფაქტებს - თუმცა, ასევე უპრეცედენტო საგარეო ზეწოლის გამო ამის ოფიციალური გასაჯაროება ვერ მოხდება. ქართველიშვილი მიესალმება ეუთო/ოდირის კომისიის სიმტკიცეს, რომელზეც არანაკლები ზეწოლა იქნებოდა საქართველოსთან მიმართებაშიც, მოლდოვაში - ზეწოლას ვერ გაუძლეს, თუმცა გაუძლეს საქართველოში.
„ისტორიულად ყველაზე სანდო მონიტორინგის მისიის, ეუთო/ოდირის შეფასებით, საქართველოში არჩევნების გაყალბება არ მტკიცდება და ეჭვგარეშეა, რომ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდმა ნაწილმა ხმა „ოცნებას“ მისცა“, - ნათქვამია ვაშინგტონში განთავსებული კვლევითი ორგანიზაციის „ქუინსი ინსტიტუტის“ მიერ ჩვენი ქვეყნის შესახებ გამოქვეყნებულ მორიგ სტატიაში.
ამავდროულად, ინფორმაციის ღია წყაროებიდან ვიგებთ, რომ ეუთო-ს სამდივნოს ხელმძღვანელობა არაფორმალურ დონეზე აღიარებს მოლდოვაში ჩატარებულ არჩევნებზე ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან უპრეცედენტო დარღვევების ფაქტებს - თუმცა, ასევე უპრეცედენტო საგარეო ზეწოლის გამო (აშშ-ს ადმინისტრაციის მხრიდან), ამის ოფიციალური გასაჯაროება ვერ მოხდება. ჩვენ კი შეგვიძლია მხოლოდ მივესალმოთ ეუთო/ოდირის კომისიის სიმტკიცეს, რომელზეც (ყოველგვარი ეჭვის გარეშე) არანაკლები "პირიქითა" ზეწოლა იქნებოდა განხორციელებული. უბრალოდ სრულიად განსხვავებული აქცენტებით: მოლდოვაში - ოპოზიცია უნდა ჩაეძირათ, საქართველოში კი - ხელისუფლება. მოლდოვაში - ზეწოლას ვერ გაუძლეს, სამაგიეროდ გაუძლეს საქართველოში,“ - წერს დავით ქართველიშვილი.