გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გია აბაშიძე შალვა პაპუაშვილის ბრიფინგზე გამოყენებულ საქართველოს რუკაზე: სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რუკებზეც სეპარატისტული რეგიონები რომ რუხ ფერებშია (grey zones) გამოსახული, იმას არ იმჩნევენ ილუზიური „ნაცმამულიშვილნი?“

4-11-2024

ანალიტიკოსი გია აბაშიძე პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ბრიფინგზე გამოყენებულ საქართველოს რუკასთან დაკავშირებით გამოწვეულ აჟიოტაჟს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რუკებზეც სეპარატისტული რეგიონები რუხ ფერებშია (grey zones) გამოსახული.


მისი თქმით, ეს არის სექტის მორიგი ფსევდოპატრიოტების ყალბი აღშფოთება, რომ თითქოს „ქართულ ოცნებაში“ გამართულ ბრიფინგზე წარმოდგენილ რუკაზე ოკუპირებული ტერიტორიები გააქრეს.


„სექტის ფსევდოპატრიოტების მორიგი ყალბი აღშფოთება, რომ "ქართულ ოცნებაში" გამართულ ბრიფინგზე წარმოდგენილ რუკაზე თითქოს ოკუპირებული ტერიტორიები გააქრეს. სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რუკებზეც სეპარატისტული რეგიონები რომ რუხ ფერებშია (grey zones) გამოსახული, იმას არ იმჩნევენ ილუზიური „ნაცმამულიშვილნი“?.. რევანშისტების ფეიკი პატრიოტობა არცერთ შემთხვევაშია მისაღები, ეს არის ანტიქართული ბაბლი, რომელიც ნელ-ნელა ქრება საჯარო სივრციდან,“ - წერს გია აბაშიძე.