გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

Edison Research-ის ეგზიტპოლით, გადამწყვეტ შტატებში არჩევნებს კამალა ჰარისი იგებდა, თუმცა ოფიციალური მონაცემები კვლევის შედეგებს არ დაემთხვა და ტრამპმა გაიმარჯვა

8-11-2024

კომპანია Edison Research-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, აშშ-ში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე ე.წ. მერყევი შტატების უმრავლესობაში „დემოკრატების“ კანდიდატი კამალა ჰარისი იგებდა, თუმცა ოფიციალური მონაცემები კვლევის შედეგებს არ დაემთხვა და ტრამპმა გაიმარჯვა.


გამოკითხვის მიხედვით, ნევადაში ტრამპს მოსახლეობის 47% უჭერდა მხარს, ხოლო ჰარისს 44%, არიზონაში ტრამპს და ჰარისს 46% თანაბრად უჭერდა მხარს. ჯორჯიაში ტრამპს 46% უჭერდა მხარს, ხოლო ჰარისს - 49%, მიჩიგანში "რესპუბლიკელების" კანდიდატს 45% აძლევდა მხარს, ხოლო ჰარისს 48%. ვისკონსინში ტრამპს 44% უჭერდა მხარს, ჰარისი - 47%. პენსილვანიაში ტრამპს 47% აძლევდა ხმას, ხოლო ჰარისს 46%, ჩრდილოეთ კაროლინაში ტრამპს 43% უჭერდა მხარს, ხოლო ჰარისი - 48%.

ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემების თანახმად კი, ნევადაში ტრამპს 50,77% დაუჭირა მხარი, ხოლო ჰარისს - 47,36%. არიზონაში ტრამპს 52,47% მისცა ხმა, ხოლო ჰარისს - 46,6%, ჯორჯიაში ტრამპმა ხმების 50,75% მოიპოვა, ხოლო ჰარისმა - 48,51%. მიჩიგანში ტრამპმა ხმების 49,75% მიიღო, ხოლო ჰარისმა - 48,3%. ვისკონსინში ტრამპს 49,71% დაუჭირა მხარი, ხოლო ჰარისს - 48,85%, პენსილვანიაში "რესპუბლიკელების" კანდიდატს 50,52% დაუჭირა მხარი, ხოლო "დემოკრატების" წარმომადგენელს - 48,52%. ჩრდილოეთ კაროლინაში ტრამპმა ხმათა 51,11% მიიღო, ხოლო ჰარისმა - 47,74%.


Edison Research-მა არჩევნების დღეს ეგზიტპოლი ეროვნულ დონეზეც ჩაატარა და ამტკიცებდა, რომ ტრამპს 44% უჭერდა მხარს, ხოლო ჰარისს - 48%.


გარდა ამისა, Edison Research-ის ეგზიტპოლების მიხედვით, ჰარისს ქალთა 53%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო ტრამპს - 45%. ამასთან ერთად, გამოკითხვის მიხედვით, ამერიკის თეთრკანიანი მოსახლეობის 57%-მა ტრამპს მისცა ხმა, ხოლო 41% - ჰარისს. რაც შეეხება ფერადკანიან მოსახლეობას, 85%-მა ჰარისს დაუჭირა მხარი, ხოლო 13% - ტრამპს.


ესპანურენოვანი მოსახლეობის 46%-მა ტრამპს მისცა ხმა, ხოლო 52% - ჰარისს. ტრამპმა 60%-იანი მხარდაჭერა თეთრკანიან მამაკაცებში მოიპოვა, ხოლო ჰარისმა 37% მიიღო.


ამერიკის თეთრკანიან ქალთა 45%-მა ჰარისს დაუჭირა მხარი, ხოლო 53% - ტრამპს. ჰარისს შავკანიან მამაკაცთა 77%-მა დაუჭრა მხარი, ხოლო ტრამპს - 21%. გამოკითხვის თანახმად, შავკანიან ქალთა 91%-მა ჰარისს დაუჭირა მხარი, ხოლო 7% - ტრამპს. ტრამპს ესპანურენოვანი მამაკაცების 55%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო ჰარისს - 43%. ეგზიტპოლის თანახმად, ესპანურენოვანი ამერიკელი ქალების 38%-მა ტრამპს დაუჭირა მხარი, ხოლო 60% - ჰარისს.


18-29 წლამდე ასაკის მქონე მოსახლეობის 43%-მა საპრეზიდენტო არჩევნებზე ტრამპს დაუჭირა მხარი, ხოლო 54% - ჰარისს. 65 წელს ზემოთ მოსახლეობის 49%-მა ჰარისს მისცა ხმა, იგივე რაოდენობის ადამიანმა ტრამპს დაუჭირა მხარი. 45 წელს ზემოთ მოსახლეობის 52%-მა ტრამპს დაუჭირა მხარი, ხოლო 46% - ჰარისს.


45 წელს ქვემოთ ამერიკის მოსახლეობის 51%-მა ჰარისს დაუჭირა მხარი, ხოლო 46% - ტრამპს. უმაღლესი განათლების არმქონე მოსახლეობის 56%-მა ტრამპს დაუჭირა მხარი, ხოლო 42% - ჰარისს. რაც შეეხება უმაღლესი განათლების მქონე მოსახლეობას, 55%-მა მხარი ჰარისს დაუჭირა, ხოლო 42% - ტრამპს.