გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი კობახიძე: 7-8 ნოემბრის მოვლენები არის ერთ-ერთი შავი ლაქა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში და ეს დღეები ცხადყოფს იმ დანაშაულებრივ ბუნებას, რომლითაც გამოირჩეოდა მაშინდელი რეჟიმი

8-11-2024

7-8 ნოემბრის მოვლენები არის ერთ-ერთი შავი ლაქა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში და ეს დღეები ცხადყოფს იმ დანაშაულებრივ ბუნებას, რომლითაც გამოირჩეოდა მაშინდელი რეჟიმი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.


ირაკლი კობახიძის თქმით, მაშინდელი რეჟიმი გამოირჩეოდა სისასტიკით, ადამიანის ღირსებისა და უფლებების სრული უგულებელყოფით და როცა კონკრეტული უცხოელი ლიდერები მისტირიან ასეთ დანაშაულებრივ პოლიტიკურ პარტიას, ეს ძალიან მძიმედ მეტყველებს მათზე.


„ყველამ ვიცით, რომ „ნაციონალური მოძრაობა" არის დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალა, დანაშაულებრივი იყო მათი 9 წლიანი საქმიანობა, როცა იყვნენ ხელისუფლებაში და დანაშაულებრივია მათი საქმიანობა ოპოზიციაში. რაც შეეხება 7-8 ნოემბრის მოვლენებს, ეს არის ერთ-ერთი შავი ლაქა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში და ეს დღეები ცხადყოფს იმ დანაშაულებრივ ბუნებას, რომლითაც გამოირჩეოდა მაშინდელი რეჟიმი. მათი ხელწერა იყო - სისასტიკე, ადამიანის ღირსებისა და უფლებების სრული უგულებელყოფა და დღეს, როდესაც კონკრეტული უცხოელი ლიდერები მისტირიან ასეთ დანაშაულებრივ პოლიტიკურ პარტიას, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმედ მეტყველებს ამ ლიდერებზე,"- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.