გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბანკირის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა

9-11-2024

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ბანკირის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა და საბანკო სექტორის გამორჩეული თანამშრომლები დააჯილდოვა.

ღონისძიებაზე სებ-ის 31 წელზე მეტი სტაჟის მქონე თანამშრომლებს პროფესიული დამსახურებისა და ფასდაუდებელი შრომისთვის საპატიო ჯილდოები გადაეცათ. აღსანიშნავია, რომ ბანკირის დღეზე ასევე დაჯილდოვდნენ კომერციული ბანკების თანამშრომლები.

შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართეს და პროფესიული დღე მიულოცეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების ერთობლივ ძალისხმევაზე, რის შედეგადაც საბანკო სექტორი რეგიონში სამაგალითოა. მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანაში არის ჯანსაღი მაკროეკონომიკური გარემო, რაც სწორი ეკონომიკური, ეფექტიანი მონეტარული პოლიტიკის შედეგია.

„დღეისათვის საქართველოს ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ გვაქვს რეგიონში ნამდვილად სამაგალითო საბანკო სექტორი, რითაც შეგვიძლია ვიამაყოთ. ჩვენ გვაქვს სწორი ეკონომიკური, ეფექტიანი მონეტარული პოლიტიკა და ამ ყველაფრის შედეგად, გვაქვს ჯანსაღი მაკროეკონომიკური გარემო ჩვენს ქვეყანაში; რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში, საბანკო სექტორს და ეროვნული ბანკის საქმიანობას განსაკუთრებული როლი ენიჭება. ასევე უზრუნველყოფილია ქვეყანაში ფასების სტაბილურობა, ლარის კურსის სტაბილურობა, დაბალია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. ჩვენ გავზარდეთ საერთაშორისო რეზერვების მოცულობა, ამისთვისაც, რა თქმა უნდა, ეროვნულ ბანკს განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ქვეყანაში სტაბილური საფინანსო გარემოს შენარჩუნებაში ეროვნული ბანკის განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.


„ეროვნული ბანკი ბევრად მეტია, ვიდრე ფინანსური ინსტიტუტი. მას დიდი წვლილი შეაქვს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

ჯანსაღი საბანკო სისტემა უნდა განვიხილოთ, როგორც არა მარტო ეკონომიკის, არამედ ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტი. ამ მხრივ, მინდა ყურადღება გავამახვილო ეროვნული ბანკის განსაკუთრებულ როლზე ჩვენს ქვეყანაში სტაბილური საფინანსო გარემოს შენარჩუნებაში. დღევანდელ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, პირდაპირი საინფორმაციო თავდასხმების პირობებში, რომლებიც, მათ შორის, ჩვენს ვალუტას ეხება, ეროვნულმა ბანკმა წარმატებით შეძლო ლარის სიმყარისა და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.