გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ამერიკელი ჟურნალისტები საქართველოს ღვინის ტურისტული პოტენციალს ეცნობიან

11-11-2024

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ამერიკის შეერთებული შტატებიდან ღვინის ტურიზმის თემაზე მომუშავე ჟურნალისტებს მასპინძლობს.


ბორის ფიშმენი, ნიკოლას ტეილორი ტრიოლო და რონდა რანდოლფი საქართველოს ტურისტული პოტენციალის, კულტურისა და ქართული ღვინის შესახებ
სხვადასხვა ამერიკული გამოცემებისთვის, მედიაპლატფორმებისა და სოციალური ქსელების მომხმარებლებისთვის ბლოგებსა და სტატიებს მოამზადებენ.


პრესტურის მონაწილეები გაეცნენ თბილისს, დედაქალაქის ისტორიულ უბნებს, დაათვალიერეს მცხეთა. ამერიკელი ჟურნალისტები კახეთში, წინანდლის მამულებში კინოსა და ღვინის საერთაშორისო ფესტივალს Winecast დაესწრნენ.


„ფესტივალის მიზანია ქართული ღვინისა და კულტურის პოპულარიზაცია.


ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა მასტერკლასები, რომლებსაც ქართველი და უცხოელი სომელიეები გაუძღვნენ.


პრესტურის მონაწილეები ფესტივალის შემდეგ კარდანახს, ვაზისუბანს და ნატახტარს ესტუმრნენ და გაეცნენ ადგილობრივ სამზარეულოსა და ღვინოს“ –აცხადებენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.