გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ირაკლი კობახიძე: COP29-ის კონფერენციის ფარგლებში, საუბარი გვქონდა არაერთ ლიდერთან იმ თემებზე, რომელიც უკავშირდება ჩვენს ქვეყანას და პოლიტიკურ პროცესებს, ეს ფორმატი მაქსიმალურად გამოვიყენეთ ამისათვის

13-11-2024

სხვადასხვა კუთხით იყო მნიშვნელოვანი ჩვენი მონაწილეობა COP29-ის კონფერენციაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაქოში ჟურნალისტებს განუცხადა.


მისივე თქმით, კონფერენციის ფარგლებში, პრემიერმა ისაუბრა როგორც გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის საკითხებზე, ასევე, საშუალება ჰქონდა პარტნიორებთან ერთად განეხილა სხვადასხვა მნიშვნელოვანი თემა, მათ შორის საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.


„მთავარ თემებზე გვქონდა საუბარი, რაც უკავშირდება გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის საკითხებს, მაგრამ ამასთან ერთად ასეთ ფორმატებში ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ ჩვენს პარტნიორებს სხვადასხვა ქვეყნიდან გავესაუბროთ სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით. აქაც გვქონდა არაერთ ლიდერთან საუბარი იმ თემებზე, რომელიც უკავშირდება ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის გარშემო პოლიტიკურ პროცესებს და ეს ფორმატი მაქსიმალურად გამოვიყენეთ ამისათვის,"- განაცხადა პრემიერმა.