გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ახალქალაქში მომხდარ დაპირისპირებაში ბრალდებულები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

6-11-2018

ახალქალაქში, “გაერთიანებული ოპოზიციის” შტაბში მომხდარ თავდასხმაში  ბრალდებული ხუთივე პირი სასამართლომ 3 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

 

მათი ადვოკატის, კახაბერ ასპანიძის განცხადებით, არცერთ ბრალდებულს არ უნდა შეფარდებოდა გირაო და მათზე სისხლის სამართლის საქმე საერთოდ უნდა შემწყდარიყო.

 

მისივე თქმით, იგი 48 საათის განმავლობაში განაჩენს გაასაჩივრებს.

 

“მარტინ მკოიანმა და ანდრანიკ კარსლიანმა გამორიცხეს და საქმის მასალებითაც იკვეთება, რომ ამ ადამიანბს კონფლიქტში მონაწილეობა არ მიუღიათ. მათ არ უნდა შეფარდებოდათ აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე, მით უმეტეს გირაო და საერთოდ უნდა შემწყდარიყო სისხლის სამართლის საქმე. ჩვენ კანონით მონიჭებულ უფლებას გამოვიყენებთ და 48 საათის განმავლობაში გავასაჩივრებთ ახალქალაქის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას თბილისის სააპელაციო სასაართლოში,“ - განაცხადა ადვოკატმა.

 

მომხდარი დაპირისპირების მიზეზად „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მიერ რამდენიმე ავტოგასამართ სადგურზე საარჩევნო პლაკატების ჩამოხევა სახელდება.

სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა გაერთიანებული ოპოზიცია.