გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ირაკლი კობახიძე: უხეში ლიბერალურ-ფაშისტური ბულინგი წარმოებს იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ამბობენ, რომ კაცი კაცია და არ შეიძლება, ქალი ერთ წამში გადაეწეროს კაცად

15-11-2024

ნამდვილად გასაკვირია, რომ შოლცმა ამ განცხადებისთვის მოიცალა, მას დაეშალა გერმანიაში მთავრობა, თებერვლის ბოლოს ტარდება ბუნდესტაგის არჩევნები და უკვე ცხადზე ცხადია, რომ ის ვეღარ ინარჩუნებს კანცლერის თანამდებობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „აქტუალური თემა", შოლცის, მაკრონისა და ტუსკის ერთობლივ განცხადებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.


პრემიერ-მინისტრმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონის შინაარსი და მიზნები კიდევ ერთხელ განმარტა.


„შოლცი იყო ამ ერთობლივი განცხადების ნომერ პირველი ავტორი. თებერვლის ბოლოს ბუნდესტაგის არჩევნები ტარდება, ამ არჩევნებში „ქრისტიან-დემოკრატები" იმარჯვებენ და მას ჩაანაცვლებს „ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი 99%-იანი ალბათობით, თუმცა მას სცალია საქართველოსთვის და ასეთი განცხადებებისთვის. ეს ცალკე საკითხია. „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონი ითვალისწინებს ათამდე პუნქტს, სადაც ასახულია ელემენტარული ჭეშმარიტება, რომ ბავშვებში არ უნდა შეიტანო ლგბტ პროპაგანდა. არ შეიძლება, სკოლებში ასეთ შინაარსი შევიდეს. არ შეიძლება, ასეთ პროპაგანდა წარმოებდეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მეშვეობით, იგივე კინემატოგრაფიის და შემოქმედებით პროდუქციის გამოყენებით, რისი არაერთ მაგალითი მათ შორის საქართველოშიც ვიხილეთ ბოლო პერიოდის განმავლობაში. ყბადაღებული თემაა, რომ დედა დედაა, მამა მამაა, კაცი კაცია, ქალი ქალია. ეს ყველაფერი ეჭვქვეშ დადგა ევროპის ქვეყნების უდიდეს ნაწილში. მაგალითისთვის, ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში შეგიძლიათ მიხვიდეთ სამოქალაქო რეესტრში და თუ მოითხოვთ, რომ გადაეწეროთ მამაკაცად, დაუყოვნებლივ უნდა დაგიკმაყოფილონ. ასეთ რამ რომ ეთქვეთ 30 ან 20 წლის წინ, ალბათ გაგეცინებოდათ, მაგრამ რაც იყო გასაცინი 20 და 30 წლის წინ, დღეს ის კატასტროფული რეალობაა. ამ რეალობის წინაშე დგას არაერთ ევროპული ქვეყანა. ასეთ მარტივ ჭეშმარიტებებზეა საუბარი, რომ ეს არ უნდა იყოს ჩვენთან დაშვებული. რაც ხდება ზოგიერთ ქვეყანაში, რომ უნდა იყოს გენდერულად ნეიტრალური ტერმინები გამოყენებული საჯარო სამსახურში, რომ ქალის და კაცის მაგივრად უნდა თქვა ადამიანი, რომ ქალიშვილი, ვაჟიშვილი არ შეიძლება და უნდა თქვა მაინცდამაინც მარტო შვილი. შეიძლება, აგიკრძალონ ისეთი ტერმინების გამოყენება, რომელიც სქესზე მიუთითებს. არის საუბარი იმაზე, რომ ორი სქესი არსებობს და არ შეიძლება, ამის მიღმა სხვა სქესის მითითება მოგთხოვონ სხვადასხვა ჩანაწერში და ა.შ. საუბარია ელემენტარულ ჭეშმარიტებაზე. 20 წლის წინ ამ კანონპროექტის ინიცირება ალბათ სასაცილოდ არავის ეყოფოდა, რადგან ელემენტარულ ჭეშმარიტებაზეა საუბარი. მაგრამ რაც 20 ან 30 წლის წინ იყო ელემენტარული ჭეშმარიტება, ის დღეს კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ევროპის ქვეყნების ძალიან დიდ ნაწილში. პირიქით, აბულინგებენ ადამიანებს, რომლებიც ამას უპირისპირდებიან. უხეში ლიბერალურ-ფაშისტური ბულინგი წარმოებს იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ამას უპირისპირდებიან, რომლებიც ამბობენ, რომ კაცი კაცია და არ შეიძლება, ქალი მივიდეს სამოქალაქო რეესტრში და უცბად, ერთ წამში გადაეწეროს კაცად. ვინც ამას ამბობს ევროპის ქვეყნების დიდ უმრავლესობაში, მათ ძალიან დიდი წნეხის ქვეშ აქცევენ და ეს კანონი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს - არ შეიძლება ჩვენს ქვეყანაშ დავუშვათ ეს პარადოქსი. როცა გამოდიან ევროკავშირის ლიდერები და გვეუბნებიან, რომ ამ პარადოქსის არდაშვების გამო ქართველი ხალხი და ქართული სახელმწიფო შეიძლება დაისაჯოს, არ ეღირსება ევროინტეგრაცია და ა.შ, ეს ხომ გამაოგნებელია. საზოგადოებამ იმსჯელოს ამ ყველაფერთან დაკავშირებით. თუ რამეს ვაჭარბებ, პუნქტობრივად გავიაროთ ეს ყველაფერი და დაგვარწმუნონ", - აღნიშნა პრემიერმა.