გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

სიღნაღის მუნიციპალიტეტში სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარეობს

21-11-2024

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით საირიგაციო  და სადრენაჟე ინფრასტრუქტურულ პროექტებს აქტიურად ახორციელებს.

 

ქალაქ წნორის ტერიტორიაზე, ბოდბისხევის კოლექტორის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს. დანალექი გრუნტისა და ხე-მცენარეებისგან 1000 მეტრი სიგრძის მონაკვეთი იწმინდება.

 

ჩატარებული სამუშაოები სიღნაღის   მუნიციპალიტეტში 70 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე საირიგაციო მომსახურებასთან ერთად, 160 ჰექტარ სატბორე მეურნეობისთვის წყლის მიწოდების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.


საქართველოს მელიორაციამ   სამუშაოები საკუთარი ძალებით მიმდინარე თვეში დაიწყო და  დეკემბრის ბოლოს დასრულდება.