გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

საგარეჯოში, ბანკიდან TBC PAY-ის აპარატი მოიპარეს

6-11-2018

სოფელ იორმუღანლოში TBC ბანკიდან TBC PAY-ის აპარატი მოიპარეს. ადგილობრივების ინფორმაციით, წაღებულია 1500 ლარამდე თანხა.


მათივე თქმით, დამნაშავემ ფოიეში შეღწევა და აპარატის გატანა ცენტრალური კარის საშუალებით მოახერხა. სამართალდამცველებს ამ დროისთვის არავაინ დაუკავებიათ.


ბანკში ამ დროისთვის შეჩერებულია ფინანსური ოპერაციების ნაწილის შესრულება.  მუშაობა, სავარაუდოდ, ხვალიდან გაგრძელდება.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე - ქურდობის მუხლით დაიწყო.


rustavi2.ge