შაბათი, მაისი 03, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
აჭარის ახალი ტურისტული გზამკვლევები ტურისტებს მოგზაურობას გაუმარტივებს

6-11-2018

ტურისტებს აჭარის ტურისტული პოტენციალის შესახებ ინფორმაციის მიღება ახალ, სამენოვან გზამკვლევებში შეეძლებათ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პროდუქტების შესახებ ახალი საპრომოციო-სარეკლამო გზამკვლევები დაბეჭდა. „მთიანი აჭარა“, „გასტრონომიული აჭარა“, „ბათუმის გზამკვლევი“, „ზღვისპირა აჭარა“ და „აჭარა“ - ასე ჰქვია გზამკვლევებს, რომლებშიც სრულადაა წარმოჩენილი აჭარის საზღვაო და სამთო ტურისტული პროდუქტები, მდიდარი სამზარეულო და ტურისტული ღირსშესანიშნაობები.


მათივე ინფორმაციით, აღნიშნული მასალები დაეხმარება ტურისტებს სრულად მიიღონ ინფორმაცია თუ რისი ნახვა შეიძლება რეგიონში, რით არის აჭარა ტურისტულად გამორჩეული, სად და როგორ შეიძლება იმოგზაურონ და რა კერძები დააგემოვნონ.


„აღნიშნული გზამკვლევების გარდა დეპარტამენტმა ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოსთან ერთად დაამზადა ჯიბის თემატური გზამკვლევები, ტურისტული მარშრუტების რუკები და გზამკვლევები, რომლებიც ტურისტებს აჭარაში მოგზაურობას უმარტივებს და ინფორმაციის მიღებაში ეხმარება. საპრომოციო-სარეკლამო მასალები და გზამკვლევები სამენოვანია და ისინი ძირითადად, ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებსა და საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე ვრცელდება“, - ნათქვამია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


ipn.ge