გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ახმეტაში ერთ-ერთ უსახელო მწვერვალს გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭა

8-11-2018

დღეს ახმეტის მუნიციპალიტეტის სხდომაზე ერთხმად დაუჭირეს მხარი თავდაცვის სამინისტროს ინიციატივას, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ერთ-ერთ უსახელო მწვერვალს საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელი ეწოდოს. ინფორმაციას „ლიბერალი“ ავრცელებს.

 

საკრებულოს წევრის ანზორ ხიზანაიძის თქმით, მწვერვალისთვის სახელის დარქმევა, რომლის სიმაღლეც 3276,1 მეტრია, ადგილობრივ მოსახლეობასთანაც შეათანხმეს.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე, IV ქვეითი ბრიგადის, 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ, ტყვედ ჩაუვარდა მოწინააღმდეგეს, წამებისა და დაკითხვის შემდეგ კი, ცხინვალის მე-5 სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს. 2008 წლის ნოემბრამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ცხინვალიდან ათი ქართველის ცხედარი გადმოასვენეს, გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი გიორგი ანწუხელიძე იყო. დაკრძალულია თბილისში, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.

 

გარდაცვალების შემდეგ მას მიენიჭა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება.


imedinews.ge