გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: სამწუხაროდ, აშშ-ის ელჩის განცხადებაში ვერ ვიხილე იმ სისტემური ძალადობის დაგმობა, რომელიც ჩვენ გუშინ და გუშინწინ ვნახეთ

30-11-2024

მე სამწუხაროდ, აშშ-ის ელჩის განცხადებაში ვერ ვიხილე იმ სისტემური ძალადობის დაგმობა, რომელიც ჩვენ გუშინ და გუშინწინ ვიხილეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


პრემიერის თქმით, მომხდარის დაგმობა ხელს შეუწყობდა სამომავლოდ ძალადობის პრევენციას.


„რაც შეეხება ელჩის განცხადებას, მე სამწუხაროდ, ამ განცხადებაში ვერ ვიხილე იმ სისტემური ძალადობის დაგმობა, რომელიც ჩვენ გუშინ და გუშინწინ ვიხილეთ. ძალიან კარგი იქნებოდა ამ სისტემური ძალადობის დაგმობა, რასაც ძალადობრივი, ექსტრემისტული დაჯგუფებები ახორციელებდნენ გუშინ. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობდა სამომავლოდ ძალადობის პრევენციას, თუმცა, როდესაც ასეთი ძალადობის დაგმობა არ ხდება, ვიღაცეებისთვის ეს აღიქმება მწვანე შუქად ხვალინდელი ძალადობისთვის, მაგრამ მე მინდა ყველას ვუთხრა, რომ როგორც გუშინდელ ძალადობას არ ჰქონდა არავითარი ეფექტი, ასევე არც მომავალში არ ექნება ძალადობას არავითარი ეფექტი", - განაცხადა პრემიერმა.