გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

«Frankfurter Allgemeine Zeitungg» (გერმანია): როგორ ატარებს რუსეთი საქართველოზე ექსპერიმენტებს

8-11-2018

გერმანული გამოცემის, «Frankfurter Allgemeine Zeitungg»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში მიმოხილულია შიდა ქართლში არსებული სიტუაცია, კერძოდ, „სამხრეთ ოსეთის“ ადმინისტრაციულ საზღვართან, კონფლიქტის ზონაში შექმნილი ვითარება.

 

 

საინფორმაციო პორტალი region.ge გთავაზობთ რეინჰარდ ვეზერის ავტორობით გამოქვეყნებული სტატიის ქართულენოვან რეზიუმეს:


„ევროპა  დიდი ხნის განმავლობაში ვერ აფასებდა ადექვატურად რუსეთის მზადყოფნას კონფრონტაციისათვის. მოსკოვის აგრესიულობა საქართველოშიც გამოვლინდა, სადაც ათი წლის წინათ სისხლიანი კონფლიქტი გამწვავდა და რომელიც დღესაც გრძელდება. ქართულ-ოსური კონფლიქტი უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის ერთგვარ მოდელს წარმოადგენს“, - აღნიშნულია სტატიაში.

 

პუბლიკაციაში აღწერილია გორის მუნიციპალიტეტის სოფლების, კერძოდ კი ხურვალეთის მოსახლეობის ყოფა-ცხოვრეება, მათი პრობლემები. „ეს სოფელი სწორედ კონფლიქტის ზონაში მდებარეობს და აქ მაცხოვრებლების ეზო-კარი, მიწები და ბაღები რუსი მესაზღვრეების მიერ მავთულხლართებით არის გაყოფილი. ყველაზე შემაშფოთებელი ისაა, რომ რუსები და ოსები პერიოდულად სწევენ „საზღვარს“ საქართველოს სიღრმეში. დადგმულია შესაბამისი ბანერებიც, რომლებიც ქართულ მოსახლეობას აფრთხილებს, რომ გავლა და მიჯნის გადალახვა აკრძალულია. შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი საქართველოზე ექსპერიმენტებს ატარებს, რასაც შემდეგ სხვადასხვა ქვეყნის მიმართ იმეორებს“, - ნათქვამია სტატიაში.