გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნინო წილოსანი აქციის მონაწილეების მიერ პიროტექნიკის გამოყენების თაობაზე: ეს არის რისთვისაც ყოველდღიურ რეჟიმში გამალებით ემზადებოდნენ - პარლამენტის გადაწვა, არეულობა, სახელმწიფო გადატრიალება

1-12-2024

ეს არის რისთვისაც ყოველდღიურ რეჟიმში გამალებით ემზადებოდნენ - პარლამენტის გადაწვა, არეულობა, სახელმწიფო გადატრიალება.. ეს გამოუვიდათ უკრაინაში და მას მერე უკრაინა ომის ცეცხლშია, - წერს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი და პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ პოლიციის მისამართით პიროტექნიკის გამოყენების ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს.


როგორც წილოსანი აღნიშნავს, ზემოთ ხსენებული საქართველოში არ გამოუვათ, იმიტომ, რომ ეს საქართველოა და საუკუნოვანმა თვითგადარჩენის ინსტინქტმა გვასწავლა როგორ არ უნდა გამოგვიყენონ ბრმა იარაღად.


„ეს არის რისთვისაც ყოველდღიურ რეჟიმში გამალებით ემზადებოდნენ - პარლამენტის გადაწვა, არეულობა, სახელმწიფო გადატრიალება..

ეს გამოუვიდათ უკრაინაში და მას მერე უკრაინა ომის ცეცხლშია..


ეს არ გამოუვათ აქ, იმიტომ, რომ ეს საქართველოა და საუკუნოვანმა თვითგადარჩენის ინსტინქტმა გვასწავლა როგორ არ უნდა გამოგვიყენონ ბრმა იარაღად“, - წერს ნინო წილოსანი.