გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მაკა ბოჭორიშვილი: პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე კითხვების დასმის შესაძლებლობა ყველა მონაწილეს ჰქონდა

3-12-2024

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე შეკითხვის დასმის შესაძლებლობა ყველა მონაწილეს ჰქონდა, არ გვქონია არანაირი დროის შეზღუდვა და ყველას ჰქონდა შესაძლებლობა გაეჟღერებინა შეკითხვები პრემიერ-მინისტრის მისამართით,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.


როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, მას მუშაობის პროცესში ექნება შესაძლებლობა, სხვადასხვა მიმართულების მიხედვით თითოეულ თანამშრომელს შეხვდეს და სამუშაო პროცესში განიხილონ, როგორ უნდა იმუშაოს სამინისტრომ იმისათვის, რომ ეფექტიანად განხორციელდეს საგარეო პრიორიტეტები.

„შეხვედრის ფორმატი გახლდათ სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა. იმ ადამიანებთან, რომლებიც ხელმძღვანელობენ კონკრეტულ დეპარტამენტებს სამინისტროში. ამის შემდგომ, მე უკვე მუშაობის პროცესში მექნება შესაძლებლობა თითოეულ თანამშრომელს შევხვდე სხვადასხვა მიმართულების მიხედვით და გვქონდეს უკვე სამუშაო პროცესში განხილვა, თუ როგორ მუშაობს სამინისტრო და როგორ უნდა იმუშაოს სამინისტრომ იმისათვის, რომ ეფექტიანად განვახორციელოთ ჩვენი საგარეო პრიორიტეტები და ქვეყანა იყოს სათანადოდ წარმოდგენილი საგარეო ასპარეზზე.


დღეს, შეიძლება ითქვას, ოფიციალური წარდგენა მოხდა მინისტრების სამინისტროების თანამშრომლებთან. თქვენ იცით, რომ მინისტრთა კაბინეტში ვართ სამი ახალი მინისტრი წარმოდგენილი და სამივე პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფებოდა შესაბამის უწყებებში. საგარეო საქმეთა სამინისტროშიც პრემიერ-მინისტრთან ერთად მოხდა ჩემი მინისტრად წარდგენა სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან, მინისტრის მოადგილეებთან, დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან.


რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს იყო კარგი შესაძლებლობა. გარდა იმისა, რომ ოფიციალურად მოხდა მინისტრის წარდგენა სამინისტროში, გამოგვეყენებინა ეს შესაძლებლობა დისკუსიისთვის, თუკი რაიმე კითხვები არსებობს სხვადასხვა მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ყოფილიყო ეს კითხვები დასმული, გვქონოდა ღია დისკუსია" - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა, ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე, გავრცელებული ცრუ ინფორმაციის შესახებ, თითქოს შეხვედრაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს არ მიეცათ თავისუფლად პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობა.