გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

გიორგი ხუბუა: უნივერსიტეტი აკადემიური დაწესებულებაა, რომელიც მისი მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე თვისობრივად აპოლიტიკური ორგანიზაციაა და ის ორიენტირებულია ახალგაზრდებისთვის მაღალი ხარისხის განათლების გადაცემაზე

3-12-2024

უნივერსიტეტი აკადემიური დაწესებულებაა, რომელიც მისი მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე თვისობრივად აპოლიტიკური ორგანიზაციაა და ის ორიენტირებულია ახალგაზრდებისთვის მაღალი ხარისხის განათლების გადაცემაზე, - განაცხადა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ.


მისი თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) ნებისმიერ სტუდენტს აქვს არჩევანის თავისუფლება, თავისი გადასაწყვეტია, დაესწრება ლექციას, თუ გავა აქციაზე.


„უნივერსიტეტის პოზიცია არის ურყევი - 1 სტუდენტიც რომ იყოს, რომელიც ლექციას დაესწრება, სასწავლო პროცესი არავითარ შემთხვევაში არ შეჩერდება.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენთვის ევროპული ფასეულობები არა თუ შორეული მიზანი, არამედ რეალობაა. KIU არის ყველაზე ევროპული პროექტი საქართველოში. უნივერსიტეტში სტუდენტები იღებენ ევროპული სტანდარტის განათლებას, წამყვან ევროპულ უნივერსიტეტებთან პარტნიორობით.

KIU ახალგაზრდებს სთავაზობს საგანმანათლებლო სივრცეს, სადაც ლექციებს კითხულობენ მაღალი რანგის ევროპელი და ქართველი პროფესორები და სტუდენტებისთვის არაერთი პროექტი და სტაჟირების პროგრამა ხორციელდება ევროპის წამყვან სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებში“, - აღნიშნა გიორგი ხუბუამ.