6-12-2024
„ეჭვგარეშეა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რეაგირებას მოახდენს პარლამენტზე თავდასხმაში მონაწილე ყველა უცხოელზე, მათ შორის მათზე, ვინც სკანდირებდა „ალლაჰუ აკბარ”-ს“, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, ხელისუფლებაში მოსახვედრად რადიკალები ახალგაზრდებსაც გაწირავენ და საზღვარგარეთელ „ბოევიკებსაც“ გამოიყენებენ, თუმცა ქართული სახელმწიფო ნებისმიერ ექსტრემიზმს აღკვეთს.
„ეჭვგარეშეა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რეაგირებას მოახდენს პარლამენტზე თავდასხმაში მონაწილე ყველა უცხოელზე, მათ შორის მათზე, ვინც სკანდირებდა „ალლაჰუ აკბარ”-ს. ხელისუფლებაში მოსახვედრად ნაცრევანშისტები ახალგაზრდებსაც გაწირავენ და საზღვარგარეთელ „ბოევიკებსაც“ გამოიყენებენ, თუმცა ქართული სახელმწიფო ნებისმიერ ექსტრემიზმს აღკვეთს. "მაიდანიზაცია" ჩვენს ქვეყანაში რომ ვერანაირად მოხდება, ამას უკვე აცნობიერებენ ოპოზიციონერებად წოდებული უსამშობლო არსებები და ბოლოს ერთმანეთს დაერევიან“, - წერს გია აბაშიძე.