გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: საქართველოში „ნაცმაიდანი" საბოლოოდ ჩავარდა, ეს იყო მეოთხე და ბოლო მცდელობა

6-12-2024

საქართველოში „ნაცმაიდანი" საბოლოოდ ჩავარდა, ეს იყო მეოთხე და ბოლო მცდელობა, რომ საქართველოში ვიღაცას ეცადა რევოლუციის მოწყობა და კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


პრემიერის თქმით, ძალადობამ არ გაჭრა და ახლა ოპოზიცია გადასულია თავის დამშვიდების ფორმებზე.


„ეს არის ერთგვარი სასოწარკვეთილების გამოხატულება. ნახეს, რომ ძალადობამ არ გაჭრა, ახლა არიან გადასული თავის დამშვიდების ფორმებზე. რა თქმა უნდა, ამას ვერავითარი წარმატების რესურსი ვერ ექნება. თეატრების გაფიცვა არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი რამ, მე მგონი, მსოფლიოში ასეთი რამ არ მომხდარა. არავითარი ეფექტი არ შეიძლება ჰქონდეს თეატრის გაფიცვას. ეს არის უსუსური მცდელობა, რომ იმედი არ დაკარგონ, თუმცა, ყველაფერი რეალურად არის დასრულებული. „ნაცმაიდანი" საქართველოში არ შედგა და ვერც შედგება. ისინი არიან ჯერ კიდევ მცდელობების რეჟიმში, ამდენი წლის განმავლობაში იდებოდა რესურსი, მათ შორის, ფინანსური რესურსი საქართველოში მაიდნის მოწყობაში. ამდენი ტრენინგი ჩატარდა, შევიდნენ ყველგან ამ ლიბერალური ფაშიზმით, კულტურის, განათლების სფეროში.


ყველგან შევიდნენ პრაქტიკულად, სფერო არ დატოვეს, სადაც არ სცადეს შეღწევა და ხშირ შემთხვევაში წარმატებით და ახლა ხედავენ, რომ ყველაფერი თავზე ჩამოეშალათ. ახლა ცდილობენ, რომ როგორღაც თავი დაიმშვიდონ, მაგრამ ყველას მინდა შევახსენო, რომ საქართველოში „ნაცმაიდანი" საბოლოოდ ჩავარდა, ეს იყო მეოთხე და ბოლო მცდელობა, რომ საქართველოში ვიღაცას ეცადა რევოლუციის მოწყობა და კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლა , - განაცხადა პრემიერმა.