გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

საკრედიტო სააგენტო Fitch-მა ქვეყნის სუვერენული რეიტინგი გამოაქვეყნა

7-12-2024

საკრედიტო სააგენტო Fitch-მა ქვეყნის სუვერენული რეიტინგი უცვლელად BB დონეზე დატოვა.


Fitch-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ქვეყანას ფისკალური მიზნების მოსალოდნელზე უკეთესი მაჩვენებლები აქვს, რაც მაღალი საბიუჯეტო შემოსავლების მობილიზებით არის გამოწვეული. დოკუმენტის მიხედვით, მოსალოდნელია, რომ საშუალოვადიან პერიოდში ფისკალური დისციპლინა კვლავ შენარჩუნდება და ბიუჯეტის დეფიციტი მუდმივად 3%-ზე ნაკლები იქნება, ხოლო ვალის მოცულობა კი 38%-ის ფარგლებში.


Fitch-ი მიიჩნევს, რომ გამოწვევების მიუხედავად, ქვეყანა კვლავ განიცდის სოლიდურ ეკონომიკურ ზრდას. მათი შეფასებით, საშუალოვადიან პეროდში კვლავ სახეზე იქნება მშპ-ის დადებითი ზრდის ტემპი და იგი 5%-ის ფარგლებში დასტაბილურდება. მიუხედავად მონეტარული სექტორის შედარებით მაღალი დოლარიზაციისა, მონეტარული პოლიტიკა, მაინც ეფექტიანია, რაც ბოლო წლებში მიღწეულ დაბალ ინფლაციაში არის გამოხატული. Fitch-ის პროგნოზით, ინფლაცია საშუალოვადიან პერიოდში, კვლავ მიზნობრივ, 3%-ზე ნაკლები იქნება და 2%-ის ფარგლებში ჩამოყალიბდება.


საკრედიტო სააგენტომ, სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, პერსპექტივა სტაბილურიდან ნეგატიურზე შეცვალა. რეიტინგის პერსპექტივის ცვლილება - ძირითადად, გამოწვეულია მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შედეგად შექმნილი დაძაბულობისა და არსებული ფონის გამო. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, შიდა პოლიტიკური რისკის შემცირება, კვლავ დადებითად იმოქმედებს ქვეყნის სუვერენულ რეიტინგზე.