გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: შოთა უტიაშვილმა, რომლის იდეაც იყო 26 მაისს მშვიდობიანი აქციის უმოწყალო დარბევის შემდეგ ცხედრების ჯიხურებზე განთავსება, დღეს დააანონსა საახალწლო ნაძვის ხის დაწვა

8-12-2024

მინდა, ყველას ვუთხრა, „ნაცმოძრაობა" ვერც არჩევანს წაართმევს ქართველ ხალხს და ვერ წაართმევს ვერც ახალ წელს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შოთა უტიაშვილმა, რომელიც თავის დროზე მუშაობდა მერაბიშვილის შსს-ში და რომლის იდეაც იყო 26 მაისს მშვიდობიანი აქციის უმოწყალო დარბევის შემდეგ ცხედრების ჯიხურებზე განთავსება, დღეს დააანონსა საახალწლო ნაძვის ხის დაწვა.


„იცით, რომ დღეს დილიდან რუსთაველზე დაიწყო საახალწლო ნაძვის ხის აწყობა. შოთა უტიაშვილმა, მინდა, შეგახსენოთ, ვინ არის შოტა უტიაშვილი - ეს არის ერთ-ერთი ზონდერი ჟურნალისტის ეკა კვესიტაძის მეუღლე, თავის დროზე ის მუშაობდა ვანო მერაბიშვილთან შინაგან საქმეთა სამინისტროში და მისი იდეა იყო 26 მაისს მშვიდობიანი აქციის უმოწყალო დარბევის შემდეგ ცხედრების ჯიხურებზე განთავსება. მაშინ მოკლეს მერაბიშვილის და „ნაცმოძრაობის" ზონდერებმა ოთხი ადამიანი. სწორედ უტიაშვილის იდეა იყო ამ ცხედრების ჯიხურებზე განთავსება და ამ ადამიანმა შოთა უტიაშვილმა დღეს დააანონსა ნაძვის ხის დაწვა. მინდა, ყველას ვუთხრა შემდეგი „ნაცმოძრაობა" ვერც არჩევანს წაართმევს ქართველ ხალხს და ვერ წაართმევს ვერც ახალ წელს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.