გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გიორგი გამსახურდია კვესიტაძის მიერ გამოქვეყნებულ ,,იმედის" ჟურნალისტების სიაზე: ნუ უყურებთ ამ ძალადობრივ განცხადებას ისე, როგორც კვესიტაძის პირად კრეატივს, ის ახმოვანებს მთელი რადიკალური ე.წ ,,ოპოზიციის" აზრს

8-12-2024

„ნუ უყურებთ ამ ძალადობრივ განცხადებას ისე, როგორც კვესიტაძის პირად კრეატივს. არა, ის უბრალოდ ახმოვანებს მთელი რადიკალური ე.წ „ოპოზიციის“ აზრს“, - ასე ეხმიანება გიორგი გამსახურდია, ოპოზიციონერი ჟურნალისტის, ეკა კვესიტაძის მიერ ,,იმედის" ჟურნალისტების სიის გამოქვეყნებას.


„ნუ უყურებთ ამ ძალადობრივ განცხადებას ისე როგორც კვესიტაძის პირად კრეატივს. არა, ის უბრალოდ ახმოვანებს მთელი რადიკალური ე.წ "ოპოზიციის" აზრს. რაც შეეხება კონტენტს, არის მათ ჩვეულ სტილში და დასაგმობია, როგორც წუხანდელი ძალადობა. ამ ძალადობრივი განცხადების ავტორებს მინდა კიდევ ვუთხრა, აქ ჩამოთვლილი ადამიანების ერთი თმის ღერადაც არ ღირხართ მთელი თქვენი ამფსონებიანად. თქვენი ბულინგი ვერავის ვერაფერს ვერ დააკლებს. ტიტუშკები და რუსის გარეწრები, რუსულ ფულთან ერთად, თქვენ ბინძურ ბანაკში მოიკითხეთ“, - წერს გამსახურდია სოციალურ ქსელში.