გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ზაალ ანჯაფარიძე აქციის მონაწილეების მიერ კუბოს დაწვაზე: შესანიშნავად იციან, რომ ჩვენი ტრადიციული საზოგადოებისთვის მსგავსი რამ მიუღებელია, მაგრამ მაინც აკეთებენ იმიტომ, რომ სჯერათ, სხვებსაც მათ ჭკუაზე გადაიყვანენ

10-12-2024

„ვინ არიან სექტანტური რიტუალის ავტორები და შემსრულებლები? ისინი, ვინც თვლის, რომ "ვარ ქართველი და მაშასადამე ევროპელი." სწორედ ევროპიდან და ამერიკიდან ჩამოიტანეს საქართველოში ეს ყველაფერი, ასწავლეს ადგილობრივებს, მათ კი სხვებს და ა.შ.“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.


მისი განცხადებით, ამგვარი სცენები რომ მიუღებელია ქართული საზოგადოების უმრავლესობისთვის, ეს შესანიშნავად იციან კუბოს დაწვის ინიციატორებმა, თუმცა მაინც აკეთებენ, რადგან სჯერათ, რომ სხვებსაც გადაიყვანენ მათ ჭკუაზე. სწორედ ამ მიზნით, ანჯაფარიძის თქმით, საქართველოში გაუმჭვირვალედ იხარჯება მილიონები.


„ჩვენი სოცქსელები და მედია მხოლოდ ერთი დღით დაიპყრეს ამ ამაზრზენმა სცენებმა. მე ცოტა სხვა კუთხით შევხედავდი ამას და დავსვამდი კითხვას: ვინ არიან სექტანტური რიტუალის ავტორები და შემსრულებლები? ისინი, ვინც თვლის, რომ "ვარ ქართველი და მაშასადამე ევროპელი." სწორედ ევროპიდან და ამერიკიდან ჩამოიტანეს საქართველოში ეს ყველაფერი, ასწავლეს ადგილობრივებს, მათ კი სხვებს და ა.შ. მათ შესანიშნავად იციან, რომ ჩვენი ტრადიციული საზოგადოებისთვის მსგავსი რამეები მიუღებელია, მაგრამ მაინც აკეთებენ. რატომ? იმიტომ რომ სჯერათ, რომ რაღაც ეტაპზე სხვებსაც მათ ჭკუაზე გადაიყვანენ. იმისათვის, რომ ეს დაჩქარდეს, აქ იხარჯება მილიონები (გაუმჭვირვალედ!)“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.