გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მამუკა მდინარაძე: მაცხოვრის გამოსახულებით იყიდეს კუბო სპეციალურად, ადგნენ და დაწვეს, რატომ ხდება ეს?! - იმიტომ, რომ ხაზი გაუსვან ანტიეკლესიურ, ანტიქრისტიანულ დამოკიდებულებას

10-12-2024

განსაკუთრებით უმორალოა ის სცენა, რაც აკერმანისეულ თუ, რევოლუციის სხვა სახელმძღვანელოებში წერია ყველგან, რაც გააკეთეს 2003 წელს, გახსოვთ, კადრებით ყველას გვახსოვს კუბო, რომ ჩამოატარეს 2003 წელს, მაიდნის დროს უკრაინაში იქაც კუბო ფიგურირებდა და გუშინ სპეციალურად წავიდნენ და სატანისტური რიტუალი ჩაატარეს ისე, რომ მაცხოვრის გამოსახულებით იყიდეს კუბო სპეციალურად, ადგნენ და დაწვეს,- განაცხადა საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.


მდინარაძის განცხადებით, მაცხოვრის გამოსახულებით კუბოს დაწვა სწორედ იმიტომ მოხდა, რომ ხაზი გაუსვან ანტიეკლესიურ, ანტიქრისტიანულ დამოკიდებულებას.


„რატომ ხდება ეს?! იმიტომ, რომ ხაზი გაუსვან ანტიეკლესიურ, ანტიქრისტიანულ დამოკიდებულებას. რატომ ხდება ხაზგასმა?! ჩვენ არ ვეხებით არავის არ ვარჩევთ ერთმანეთისგან, რატომ გამოჰყავთ წინა პლანზე სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები? არაფერს არ ვერჩით იმ ხალხს, როცა კანონის ჩარჩოებში იქცევა ადამიანი, გინდა სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი იყოს და რა წარმოდგენის, რა მიმართულების თუ რა ცხოვრების არ გვაინტერესებს არაფერში.


ჩვენ მხოლოდ პროპაგანდას ვებრძვით და არა რომელიმე უმცირესობის წარმომადგენელს, მაგრამ რატომ ხდება მათზე ხაზგასმა?! რატომ არიან ბრძოლის წინა ხაზზე ასეთი ადამიანები?! რატომ წვავენ კუბოს მაინცდამაინც მაცხოვრის გამოსახულებით, ასე დემონსტრაციულად, რატომ იღებენ ასეთი რევოლუციური, ასეთი სატანისტური დამოკიდებულებით და მიდგომით გადაწყვეტილებებს. რევოლუციური წიგნებიდან ამ კონკრეტულ მაგალითებს რატომ უხდენენ რეალიზებას?! იმიტომ, რომ ხაზგასმა მოხდეს კონკრეტულად ამ მიმართულებებზე და ეს შემთხვევითი არ არის და ამას ყველამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ.


განსაკუთრებით უმორალოა ის სცენა, რაც აკერმანისეულ თუ რევოლუციის სხვა სახელმძღვანელოში წერია ყველგან და რაც 2003 წელს გააკეთეს. ყველას გვახსოვს კადრებით 2003 წელს კუბო რომ ჩამოატარეს, მაიდნის დროს უკრაინაშიც კუბო ფიგურირებდა. გუშინ სპეციალურად წავიდნენ და სატანისტური რიტუალი ჩაატარეს, მაცხოვრის გამოსახულებით იყიდეს სპეციალურად კუბო და ეს დაწვეს. რატომ ხდება ეს - იმიტომ, რომ ხაზი გაუსვან ანტიქრისტიანულ დამოკიდებულებას.


რატომ გამოჰყავთ ხშირად წინა პლანზე სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები. როცა კანონის ჩარჩოში იქცევა ადამიანი, ჩვენ არაფერს ვერჩით, არაფერში გვაინტერესებს, ჩვენ მხოლოდ პროპაგანდას ვებრძვით და არა რომელიმე უმცირესობის წარმომადგენელს, მაგრამ რატომ არიან ძირითადად ბრძოლის წინა ხაზზე ასეთი ადამიანები, რატომ წვავენ კუბოს მაინც და მაინც მაცხოვრის გამოსახულებით ასე დემონსტრაციულად, რატომ იღებენ ასეთი სატანისტური დამოკიდებულების მიდგომით გადაწყვეტილებებს, რევოლუციური წიგნებიდან ამ კონკრეტულ მაგალითებს რატომ უხდენენ რეალიზებას. იმიტომ, რომ ხაზგასმა მოხდეს კონკრეტულად ამ მიმართულებებზე. ეს შემთხვევითი არ არის“, - აღნიშნა მდინარაძემ.