გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მდინარაძე ოპოზიციაზე: ეს ხალხი „დანოსებს“ აგზავნიდა ბრიუსელში, რომ ჩვენი ქვეყანა დასაჯეთო, მეტი ჯაშუშობა და მეხუთე კოლონობა რა გინდათ?!

10-12-2024

„ეს ხალხი „დანოსებს“ აგზავნიდა ბრიუსელში, რომ ჩვენი ქვეყანა დასაჯეთო. მეტი ჯაშუშობა და მეხუთე კოლონობა რა გინდათ?!“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მედიასთან, ოპოზიციის მიერ ბრიუსელში გაგზავნილ წერილზე საუბრისას განაცხადა.


„ხმას აღარ იღებენ ამ საკითხზე, იმიტომ, რომ მიხვდნენ რა „მიქარეს“. მიხვდნენ რა გააკეთეს, ან საკუთარ თავს რა გაუკეთეს, ან მათ რომ ვინმემ ბოლომდე დაუჯეროს ქვეყანა რისთვის გაწირეს. „დანოსი“ გააგზავნეს უცხოეთში და ამასაც კი აპრავებდნენ იმ ტელევიზიის წარმომადგენლები, რომლებიც აღმოჩნდა, რომ რუსული ქოლ-ცენრტრებიდან ფინანსდებიან. გუშინ, რუსული პროპაგანდისტული მანქანები აღიარებდნენ, რომ მათ ქვეყანაში, „ნაცმოძრაობის“ მთავარ დამფინანსებლებს ჰქონდათ ქოლ-ცენტრი“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.