გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

პრემიერ-მინისტრი "სრულ ფეიქს" უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, საჯარო სამსახურში დასაქმებისას ქართული ენის ცოდნა სავალდებულო აღარ იქნება

16-12-2024

ეს არის სრული ე.წ. ფეიქი, სრული ტყუილი, არავითარი მსგავსი ცვლილება საერთოდ არ შესულა ჩვენს კანონმდებლობაში, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს საჯარო სამსახურში დასაქმებისას ქართული ენის ცოდნა სავალდებულო აღარ იქნება.


პრემიერის თქმით, ეს ტყუილია და კანონმდებლობაში მსგავსი ცვლილება არ შესულა.


„ჩვენ ხშირად გვისაუბრია იმაზე, რომ გარკვეულ ადამიანებს ჩვენს ქვეყანაში აქვთ წაკითხულის თუ მოსმენილის გააზრების პრობლემა. ისინი ან ვერ, ან არ იაზრებენ ხოლმე წაკითხულს. ამ შემთხვევაში ეს არის სრული ე.წ. ფეიქი, სრული ტყუილი, არავითარი მსგავსი ცვლილება საერთოდ არ შესულა ჩვენს კანონმდებლობაში, ცრუ აჟიოტაჟი შეიქმნა ყოველგვარი საბაბის გარეშე", - განაცხადა პრემიერმა.