« ივნისი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 |
12-11-2018
200-ზე მეტი მეხანძრე მესამე დღეა ბაღდათში, ტყეში გაჩენილ ხანძარს ებრძვის.
ცეცხლი ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა და წინასწარი ინფორმაციით, 5 ჰექტარია დამწვარი.
„ხანძრის ლოკალიზების სამუშაოები ამ დროისთვის კვლავ გრძელდება. მეხანძერე-მაშველები უკვე მესამე დღეა ხანძრის ეპიცენტრში მუშაობენ. არის საკმაოდ რთული რელიეფი, რის გამოც ვერ ხერხდება სახანძრო-სამაშველო ტექნიკის გადაადგილება. იწვის ტყის ქვედა საფარი და შესაბამისად, ეს საკმაოდ ართულებს საქმეს. ვვარაუდობთ, რომ დღის განმავლობაში ჩვენ ხანძრის ლოკალიზებას მოვახერხებთ“ - განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, მიშა ფეიქრიშვილმა.