გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ახალქალაქში რძის გადამამუშავებელი კოოპერაციული საწარმო აშენდება

12-11-2018

ახალქალაქში, სოფელ კოთელიაში აშენდება რძის გადამამუშავებელი კოოპერაციული საწარმო, რომელიც დღეში 10 ტონა რძეს გადაამუშავებს. საწარმო 2019 წელს ამოქმედდება.

 

ამის შესახებ ინფორმაციას სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო ავრცელებს. უწყების ინფომრაციით, „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საწარმოები აშენდება დმანისსა და წალკაშიც.

 

თითოეული საწარმო აღიჭურვება შესაბამისი დანადგარებით რაც კი სჭირდება ყველის დამზადებას. საწარმოებში გააკეთებენ, როგორც ქართულ, ასევე, ევროპული ტიპის ყველს.

 

„პროგრამით დადგენილი კრიტერიუმებით საწარმო 75%-იანი დაფინანსებით გადაეცემა მეორე დონის იმ კოოპერატივს, რომელშიც გაერთიანებულია სამი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი და თითოეულს ჰყავს არანაკლებ 200 ფური. პროგრამის დადგენილი კრიტერიუმებით დარჩენილი 25%-ის გადახდას კოოპერატივი უზრუნველყოფს რვა წლის განმავლობაში“, – ვკითხულობთ სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაცაში.


sknews.ge