გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მარიამ ლაშხი ნანა დიხამინჯიაზე: STEAM ინიციატივების გულშემატკივრის როლსაც თამაშობდა, მაგრამ რაც დრო გადის კარგად გამოაჩინა თავის სახე, კლასიკური აგენტი და ლგბტ პროპაგანდისტია

25-12-2024

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მარიამ ლაშხი, ოპოზიციონერ აქტივისტ ნანა დიხამინჯიას მიერ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ, მამუკა მდინარაძესთან დაპირისპირებისას გაჟღერებულ რეპლიკას ეხმიანება, სადაც ის მდინარაძეს მოუწოდებს, მარიამ ლაშხს ჰკითხოს თუ ვინ არის და რა გაუკეთებია.


ლაშხის განცხადებით, რაც დრო გადის, უფრო კარგად გამოჩნდა, რომ დიხამინჯია კლასიკური აგენტი და ლგბტ პროპაგანდისტია, რომელიც, ქვეყნის გარეთ ყოველი გასვლის შემდეგ, დავალებებით დახუნძლული ბრუნდება უკან.


„ამ ვიდეოში ამბობს, მარიამ ლაშხს კითხე, ვინ ვარ და რა მიკეთებიაო... STEAM ინიციატივების გულშემატკივრის როლსაც თამაშობდა, მაგრამ რაც დრო გადის კარგად გამოაჩინა თავის სახე კლასიკური აგენტი და ლგბტ პროპაგანდისტია. ნახევარ დროს ქვეყნის გარეთ ატარებს, როგორც ჩანს დავალებებით დახუნძლული ბრუნდება უკან. როგორი არაქართული და ბინძურია აგენტ მეზობელს რომ ახვედრებენ ადამიანს“, - წერს მარიამ ლაშხი სოციალურ ქსელში.