გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

დაბა გერგეტში სასმელი წყლის პრობლემა გადაიჭრა

12-11-2018

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა გერგეტში წყალმომარაგების მაგისტრალური მილსადენის მოწყობის სამუშაოები დაასრულა.


შესრულებული სამუშაოების შედეგად, დაბა გერგეტში მცხოვრებ 1000-მდე ადგილობრივს წყლის მიწოდების მრავალწლიანი პრობლემა მოუგვარდა და მოსახლეობა ხარისხიან სასმელ წყალს სტაბილურად მიიღებს.


ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ფილიალის თანამშრომლებს მუშაობა საკმაოდ რთულ რელიეფურ პირობებში უხდებოდათ. სამუშაოები  წყალმომარაგების მაგისტრალური მილსადენისა და წყლის შემკრები რეზერვუარის მოწყობას ითვალისწინებდა.

დაბა გერგეტის მოსახლეობას წყალმომარაგება უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება, მაგრამ უხვი ნალექის დროს წყალი ხშირად იმღვრეოდა, ღია შენაკადებით მიედინებოდა და მოსახლეობისთვის წყლის შეფერხებით მიწოდებას იწვევდა. აღნიშნული პრობლემა ჩატარებული სამუშაოებით აღმოიფხვრა.