გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სოსო მანჯავიძე: ჯო უილსონი გახლავთ ამერიკა-სომხეთის ასამბლეის წევრი. სამწუხაროდ, სომხეთში, რომელსაც ერდოღანმა მოსწრებულად უწოდა სომხური ლობის იპოთეკა, არიან ძალები, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველოს არევით თავის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას გაზრდიან

28-12-2024

„ისე, ცნობისათვის - ღრმად პატივცემული ჯო უილსონი, რომელიც თავგანწირული იბრძვის საქართველოში ფერადი რევოლუციის მოსაწყობად, გახლავთ ამერიკა-სომხეთის ასამბლეის წევრი, უფრო მარტივად, სომხური ლობის წევრი. სამწუხაროდ, სომხეთში, რომელსაც ერდოღანმა მოსწრებულად უწოდა სომხური ლობის იპოთეკა, არიან ძალები, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველოს არევით თავის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას გაზრდიან“, - ამის შესახებ ისტორიკოსი, სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში წერს.


მისივე თქმით, ზემოთ ხსენებული ძალების ზოგადი გეგმაა, რომ საქართველოს არ მიესვლებოდეს არც რუსთან, არც დასავლეთთან და იყოს ქაოსში, ამით ჩაიკეტოს აზერბაიჯანიც და თვითონ დომინირებდნენ კავკასიაში.


„ისე, ცნობისათვის - ღრმად პატივცემული ჯო უილსონი, რომელიც თავგანწირული იბრძვის საქართველოში ფერადი რევოლუციის მოსაწყობად, გახლავთ ამერიკა-სომხეთის ასამბლეის წევრი, უფრო მარტივად, სომხური ლობის წევრი. სამწუხაროდ, სომხეთში, რომელსაც ერდოღანმა მოსწრებულად უწოდა სომხური ლობის იპოთეკა, არიან ძალები, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველოს არევით თავის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას გაზრდიან. ამ ლობში 115 კონგრესმენი შედის.


მათ ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანის დასანქცირება მოითხოვეს. შემთხვევით არ უხსენებია ალიევს საქართველოში გადატრიალების განზრახვა.

გემახსოვრებათ- 2000-იანების დასაწყისში ბაქო-თბილისი-ჯეიხანის წინააღმდეგაც გამოდიოდნენ ეკოლოგიური ენჯეოები - სწორედ ეს სომხური ჯგუფები აფინანსებდნენ მთელს კავკასიაში, ახლა ბაქო-თბილისი-ყარსის დერეფნის წინააღმდეგ გამოდიან - უფრო ზუსტად კი მათ უნდათ,რომ ტრანზიტმა სომხეთზე გაიაროს და არა საქართველოზე. ზოგადად ესაა მათი გეგმა - არ მიგესვლებოდეს არც რუსთან, არც დასავლეთთან და იყო ქაოსში, ამით ჩაიკეტოს აზერბაიჯანიც და თვითონ დომინირებდნენ კავკასიაში. საოცარი კიდევ ისაა, რომ ჰელსინკის კავშირის თავმჯდომარე, რომელიც ადამიანის უფლებათა უმაღლესი არბიტრი უნდა იყოს ამერიკის კონგრესში, ამავე დროს ღიად არის ერთ-ერთი ეთნიკური ჯგუფის ლობისტი. აქ ობიექტურობაზე საუბარი ხომ სასაცილოც არის, მითუმეტეს, როცა ეს „არბიტრი“ ერთ ტვიტში 1000 დოლარს იღებს „ფორმულასგან“.


სხვათა შორის, როგორც კი აფხაზეთის საკითხი დგება, მომენტალურად ირთვებოდა და ახლაც ჩაირთო ანტიქართული აგენტურა. არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ აღარაა ენის მოჩლექის და ნართაული ლაპარაკის დრო- ილხამ ალიევს მაინც მოუსმინონ ამ ატროებულებმა, კაცმა გარკვევით თქვა, რა საფრთხის წინაშე ვართ. ისიც უნდა ვთქვა, რომ ეს ძალები პირველ რიგში, სწორედ სომეხი ხალხის ინტერესებს აზიანებენ. ჰოდა, ამ ვირისტვინა ე.წ. ევროშაყინტრავებულ ხელოვანებს, ექიმებს, პროფესურას და სხვა ქრისტეს ფრჩხილის მკვნეტელებს მივმართავ, ხვალ რომ ჯაჭვში უნდათ ჩადგნენ-ვინ გაყენებთ მაგ ჯაჭვში, ცოტა ტვინი რომ გაანძრიოთ -ვერა? ხაზარაძე - ელისაშვილთან დადექით -მადლი გადმოგეცემათ!


ამდენი ამბიციური გიჟის, ევროგაშმაგებულის და გაურკვეველ გულანთებულობაში მყოფი თავდაჩარჩოებულების რადიკალიზმი პირდაპირ საჩუქარია სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებისთვის, რომლებიც მრავლად არიან და ეს გონებადაბნელებულები თუ არ შევაჩერეთ, მერე გვიანი იქნება თითზე კბენანი. ამ ტექსტმა ანტისომხური გრძნობები არ უნდა აღძრას - ჯერ ერთი, ყველა სომეხი ასე არ ფიქრობს, მეორე-ის ჯგუფი თავისი ქვეყნის ინტერესებისათვის იბრძვის, რაც დასაფასებელია და მესამეც-როგორც ვთქვი, ეს პოლიტიკა თავად სომხეთისთვისაც დამღუპველია, ის არ უნდა გახდეს სხვადასხვა გეოპოლიტიკური აქტორების ინსტრუმენტი და კავკასიის სამმა სახელმწიფომ ერთმანეთი უნდა გააძლიეროს და არა-დაასუსტოს“, - წერს სოსო მანჯავიძე.