11-12-2017
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11დეკემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით რიკოთის საავტომობილო გვირაბში ღამის 00:00 სთ-დან დილის 07:00 სთ-მდე მოძრაობა შეიზღუდება. სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე. აქვე, 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა.
შეგახსენებთ, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 143–ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, გვირაბის მართვის ავტომატიზირებული სისტემის (SCADA) განახლების მიზნით, 2017 წლის 11 დეკემბრიდან 15 დეკემბერის ჩათვლით, ღამის 00:00 სთ-დან დილის 07:00 სთ-მდე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.