გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

თერჯოლაში რძის გადამამუშავებელი ახალი საწარმო გაიხსნა

13-11-2018

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვაში რძის გადამამუშავებელი ახალი საწარმო გაიხსნა. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ავრცელებს.


სააგენტოს ცნობით, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო შპს „ზეკარი“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. საწარმოში ჯამურად 996,000 ლარამდე ინვესტიცია ჩაიდო, აქედან 428,000 ლარი გრანტია, ხოლო 461,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.


საწარმოში წელიწადში 41 ტონა სულგუნს და 29 ტონა იმერულ ყველს აწარმოებენ და პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება. გადამამუშავებელ საწარმოში 15 ადამიანია დასაქმებული.


imedinews.ge