გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გარდაბანში, მავთულის ყელში მოჭერით უმწეო მდგომარეობაში მყოფის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 14 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

13-11-2018

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, უმწეო მდგომარეობაში მყოფის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, პროკურაუტრა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

 

“რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ა.კ. დამნაშავედ ცნო.  

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 15 სექტემბერს, გარდაბნის რაიონის სოფელ ვაზიანში, ა.კ.-მ განაწყენების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მავთულის ყელის არეში მოჭერით გაგუდა მასთან მუდმივად მცხოვრები, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უმწეო მდგომარეობაში მყოფი 73 წლის ლ.ბ. 

 

სამართალდამცველებმა ა.კ. იმავე დღეს, გარდაბნის რაიონის სოფელ ვაზიანში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარედგინა (განზრახ მკვლელობა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის) და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.  

 

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ა.კ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში  და სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა,” - ნათქვამია განცხადებაში.