გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

შალვა პაპუაშვილი: ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ ტრამპმა არჩევნებში „რუსეთის დახმარებით გაიმარჯვა“

20-01-2025

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ დონალდ ტრამპმა პირველად, 2016 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის დახმარებით გაიმარჯვა.


ამის დამადასტურებლად პაპუაშვილმა გამოაქვეყნა ზურაბიშვილის ერთ-ერთი ინტერვიუ, სადაც ის რუსულ ჩარევაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც კი ვერ წარმოადგინა მტკიცებულება რუსეთის მიერ მათ არჩევნებში ჩარევის შესახებ.


„რამდენი ირონიაა იმაში, რომ ყოფილი პრეზიდენტი ზურაბიშვილი ხელებს ითბობს პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე. შეხედეთ, როგორ ავრცელებს ის შეთქმულების თეორიას იმის შესახებ, რომ ტრამპმა მის პირველ არჩევნებში „რუსეთის დახმარებით გაიმარჯვა“. შენიშვნა: ახლა ის ანალოგიურ შეთქმულებას საქართველოს წინააღმდეგ ავითარებს“.