გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თელავის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობაზე ხელახალი ტენდერი წლის ბოლომდე გამოცხადდება

13-11-2018

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ თელავის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტის ხელახალი ტენდერის გამოცხადებასთან დაკავშირებით  ღია კარის დღე გამართა. საინფორმაციო ფორმატის შეხვედრის მიზანია კონკურენტულ გარემოში უზრუნველყოს ღია და თანაბარი პირობები დაინტერესებული კომპანიებისთვის.


კომპანიის დირექტორმა ეკატერინე გალდავამ საერთაშორისო და ადგილობრივი სამშენებლო კომპანიებს ტენდერის გამოცხადებამდე პროექტის ზოგადი დეტალები გააცნო,  რათა მათთვის სატენდერო პროცედურები უფრო გამჭვირვალე და ეფექტიანი გახდეს.


ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, კონტრაქტორებთან გამართულ  შეხვედრას  კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, თელავი-ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული და თელავის მერი   შოთა ნარეკლიშვილი ესწრებოდნენ.


პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ექვსი ახალი  ჭაბურღილის მშენებლობა და არსებულების რეაბილიტაცია. ასევე, 5 ახალი რეზერვუარის მშენებლობა. გარდა ამისა, მოეწყობა მაგისტრალური მილსადენი და გამანაწილებელი ქსელი. სამუშაოების დასრულების შედეგად, თელავის მოსახლეობა 24-საათიან, ხარისხიან წყალმომარაგებაზე გადავა.


კომპანიამ აზიის განვითარების ბანკის პროცედურების შესაბამისად, მიმდინარე წლის ოქტომბერში  თელავის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის საერთაშორისო ტენდერი, შეუსაბამობების გამო ჩაშლილად გამოაცხადა. კერძოდ, სატენდერო დოკუმენტაციით წარმოდგენილი რიგი ტექნიკური მახასიათებლები და კომპანიის გამოცდილება არ შეესაბამებოდა ტენდერის მოთხოვნებს.


თელავის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე საერთაშორისო ტენდერი წლის ბოლომდე ხელახლა გამოცხადდება და კომპანიებს წინადადებების წარსადგენად 42 კალენდარული დღე ექნებათ.


აზიის განვითარების ბანკი (ADB) აღნიშნულ პროექტს მხარდაჭერას უცხადებს და  კვლავაც დააფინანსებს.